90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწ...
იხილეთ სრულად
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას")ვერ იპყრობს ამგვართ, რადგან ღმერთი უკეთურთაგან განარიდებს მათ და ცხოვრობენ ისინი უვნებელნი, დაცულნი, ღვთისმსგავსნი. თუნდაც რომ ვინმემ შეაქოს ამგვარი კაცი, დასცინებს იგი თავის თავში თავის მე...
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ...
იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ გაჰქცეოდა იგი ბოროტებას, ეცოდინებოდა რა, რომ ივნებდა და გაიტანჯებოდა მისგან. ამიტომაც, შენც ფხიზლად ჭვრიტე, რათა არ მოხდეს ისე, რომ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ბედნიერი ადამიანის დანახვაზე ეშმაკისგან მოხიბლულმა ნეტარჰყო ი...
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ...
იხილეთ სრულად
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემე...
93. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის ერთობა და თანაშერთვა, სიკვდილი კი არის არა თანაშერთულთა მოსპობა, არამედ დარღვევა მათი კავშირისა, რადგან ღვთისგან ნარჩუნდება ყველა მათგანი რღვევის შემდეგაც.
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთ...
იხილეთ სრულად
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთო სიკეთეებს, ისე რომ, სხეულით მავალი ადამიანი, ამავე დროს, გონების გზით შემცნობი და განმჭვრეტი იყოს იმ ყველაფრისა, რაც ზეცაშია, ღვთის გარშემოა; სწორედ ამგვარი ღვთისმოყვარე გონებაა ადამიანის სულისთვის ქველმოქმედი, მისი ცხ...
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პრ...
იხილეთ სრულად
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პროცესს, ამგვარადვე სულიერი ვნებებიც, კერძოდ წუხილი და გემოთმოყვარეობა, სითხეებივით იწვევენ სულის დუღილსა და მშფოთვარებას). რაც შეეხება ღვთისმოყვარე გონებას, საწინააღმდეგოს მოქმედებს იგი, რადგან ამწუხრებს სხეულს და გამოიხს...
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებ...
იხილეთ სრულად
96. ის სულები, რომლებიც აზროვნების მიერ არ ილაგმებიან და გონების მიერ არ იმართებიან, რომ ამ გზით ჩაიხშოს, მოითოკოს და იმართოს მათი ვნებები (ესე იგი მათი წუხილი და სიამეთმოსურნეობა), ასეთი სულები პირუტყვი ცხოველების მსგავსად იღუპებიან, რაჟამს, ცხენებისგან ძლეული მეეტლისებრ, წარიტაცება აზროვნება ვნებათა მიერ.
97. სულის უდიდესი სნეულება, დაღუპვა და წარწყმედა არის არცოდნა ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა ადამიანისთვის და მიუბოძა მას გონება და სიტყვა; ამათ მიერ ზეაფრენილი ადამიანი ღმერთს შეერთვის, შეიმეცნებს რა და ადიდებს მას.
98. სული იმყოფება სხეულში, სულში კი არის გონება, ხოლო გონებაში - სიტყვა, რომელთა მიერ შემეცნებული და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს სულს, ანიჭებს რა მას უხრწნელებასა და შვებას, რადგან ღმერთმა ოდენ სიკეთისა გამო მიჰმადლა არსებობა ქმ...
იხილეთ სრულად
98. სული იმყოფება სხეულში, სულში კი არის გონება, ხოლო გონებაში - სიტყვა, რომელთა მიერ შემეცნებული და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს სულს, ანიჭებს რა მას უხრწნელებასა და შვებას, რადგან ღმერთმა ოდენ სიკეთისა გამო მიჰმადლა არსებობა ქმნილებებს.
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას შემძლეობა იმისა, რომ სურვილისამებრ გამხდარიყო სათნო ღვთისა, ღმერთს კი ის ესათნოება, რომ ადამიანში არ იყოს ბოროტება. მართლაც, თუ ად...
იხილეთ სრულად
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას შემძლეობა იმისა, რომ სურვილისამებრ გამხდარიყო სათნო ღვთისა, ღმერთს კი ის ესათნოება, რომ ადამიანში არ იყოს ბოროტება. მართლაც, თუ ადამიანებისთვისაც, ერთი მხრივ, საქებარია კარგი საქმენი და ღირსეული ღვთისმოყვარე სულის სათნოებანი, მეორე მხრივ კი დასაგმობია სამარცხვინო და უკეთური მოქმედებანი, რაოდენ მეტად - ღვთისთვის, რომელსაც ნებავს, რომ ადამიანის ცხონე...