წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სერაფიმე საროველი | გამონათქვამები
თუ სული სოფლის ბორკილებისაგან არ გათავისუფლდა, ვერ შეძლებს გულწრფელად უყვარდეს ღმერთი, რამეთუ ყოფითი საზრუნავი, ღირსი ანტიოქეს თქმით, რაღაც საბურველის მსგავსია მისთვის
კარგად ვიქცევით, თუ ეშმაკისგან მოვლენილ გულისსიტყვებს არ ვეთანხმებით. არაწმიდა სული მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანებზე ახდენს ძლიერ გავლენას, ვნებებისაგან განწმენდილებს კი მხოლოდ შორიდან, ანუ გარედან ებრძვის. ყმაწვილკაცი განა... იხილეთ სრულად
ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გა... იხილეთ სრულად
ზედმეტი ზრუნვა ყოფით საქმეებზე ურწმუნო და სულმოკლე ადამიანებს სჩვევიათ, და ვაი ჩვენ, თუ საკუთარ თავზე ზრუნვისას უფალზე არ ვამყარებთ სასოებას! თუ ხილულ სიკეთეებს, წარმავალ ცხოვრებაში რომ გვეძლევა, ღმერთს არ მივაკუთვნებთ, როგორღა უნ... იხილეთ სრულად
როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრ... იხილეთ სრულად
სრული დაყუდება არის ჯვარი, რომელზეც ადამიანი ჯვარს უნდა ეცვას ყველა მისი ვნებითა და გულისთქმით. მაგრამ დაფიქრდი, რამდენი გინება და შეურაცხყოფა დაითმინა უფალმა, ვიდრე ჯვარზე ავიდოდა. ასევე, ვერც ჩვენ მოვიპოვებთ სრულ დაყუდებას და არ... იხილეთ სრულად
გულში ნუ ჩავიდებთ გაბოროტებას ან სიძულვილს მტრად მოკიდებული მოყვასის მიმართ, არამედ ვეცადოთ გვიყვარდეს იგი, და რაც შეგვიძლია, კეთილი ვუყოთ. ამით თვით უფალ იესო ქრისტეს მცნებას შევასრულებთ: "გიყვარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდ... იხილეთ სრულად
ნურავის განვიკითხავთ, თუნდაც საკუთარი თვალით ვხედავდეთ, რომ კაცი სცოდავს ანდა უკვე დამყაყებულიც კია ღმერთის მცნებების გადასვლაში, რადგან ღმერთმა გვიბრძანა: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მთ. 7,1)
ლმობიერნი ვიყოთ გლახაკთა და მწირთა მიმართ - ამისთვის დიდად ზრუნავდნენ ეკლესიის მამანი და მნათობნი. მთელი ძალღონით უნდა ვეცადოთ, რომ შევასრულოთ უფლის სიტყვები: "იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არს... იხილეთ სრულად