წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სერაფიმე საროველი | გამონათქვამები
გულგრილად მოვითმინოთ კაცთაგან შეურაცხყოფა და სულის ისეთი განწყობა მოვიპოვოთ, თითქოს მათი შეურაცხყოფა ჩვენ კი არა, სულ სხვა ადამიანს ეხებოდეს
ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, იმას სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი
წმინდა ეკლესია ევედრებ ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ. უფლის მაგალითისა და ... იხილეთ სრულად
ადამიანები, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან სულის ცხონების საქმეს, საკუთარ თავში სინდისის ხმის ჩახშობას, ჩვეულებრივ, ღმერთის მოწყალების იმედით ცდილობენ და თავს ასე ანუგეშებენ: "არა უშავს, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გაივლისო", და ცოდვ... იხილეთ სრულად
თქვა უფალმა: "ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა, არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს... იხილეთ სრულად