ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
არცერთი საზოგადოებრივი კეთილდღეობა სტაბილურობის ნიშანწყალს არ შეიცავს, თუ იგი ურწმუნოებასა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?
ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება.
ყოველგვარი გარეგნული უთანხმოება, განხეთქილება და ომები შინაგანიდან მოდის - ადამიანის სულიერი გაორებისაგან, ღმერთსა და საკუთარ თავთან მისი შინაგანი უთანხმოების გამო, რადგან იგი ღმერთს და საკუთარ თავს შინაგანად უპირისპირდება.
უქმად მყოფ ხელებს ეშმაკი საქმეს იოლად გამოუჩენს, გამრჯე ხელებს კი ანგელოზი. ამ მუდმივად მოძრავსა და ცვალებად სამყაროში, სურს ეს თუ არა, ადამიანმა კეთილი ან ბოროტი საქმე უნდა აკეთოს.
სიზარმაცე მომაკვდინებელი ცოდვაა, რამეთუ იგი სულს მოაკვდინებს. ზარმაცი სხეული მანკიერების ბუდეა, ზარმაცი სული კი დემონთა სამყოფელი.
არ არსებობს უფლის არცერთი მცნება, ადამიანს რომ არ დაერღვიოს, ან დრტვინვის გარეშე აღესრულებინოს.