ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ძალაუფლება დიდი ცდუნებაა, და მცირედნი არიან, ვისაც შესწევს უნარი, რომ წინ აღუდგნენ მას.
სიმდიდრე სიკეთეა, როდესაც მას ქველი საქმისათვის მოიხმარ. ბოროტებაა, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს თავისუფლება შესძინოს, მას საკუთარ მსახურად აქცევს.
ადამიანის სიკვდილი მასვე ემსგავსება. როგორიცაა მისი ცხოვრება, ისეთივეა მისი სიკვდილი. ვინც მახვილს აღმართავს, მახვილითვე განიგმირება.
ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეც... იხილეთ სრულად
სიკვდილი არა მხოლოდ შიშის, სირცხვილის მომგვრელიც არის. სიკვდილის წინაშე სირცხვილი არის მტკიცებულება იმისა, რომ იგი ადამიანური ცოდვის შედეგია. სირცხვილი უცილობელი ნიშანია ჩვენი უკვდავი წარმომავლობისა და იმისაც, რომ უკვდავებისათვის ... იხილეთ სრულად
ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება.