ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
როგორ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, თუ ყოველდღიურად სხვათა ცოდვებსა და უძლურებებზე მითქმა-მოთქმით ვწამლავთ ჰაერს. დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე.
როდესაც ადამიანი მდუმარებაში ვარჯიშს დაიწყებს, მას მდუმარება მეტყველებასთან შედარებით დაკნინებული მოეჩვენება, ამ ღვაწლში გაწაფული კი დარწმუნდება, რომ მდუმარება მეტყველებას აღემატება.
ხმაც და მდუმარებაც ძალმოსილია, მაგრამ არა თანაბრად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რაზე ლაპარაკობს ან ვინ რისთვის დუმს.
ურჩიე ადამიანს, თუ რა არის მისთვის უმჯობესი და გაჩუმდი, დაუსრულებელი დავა სანანებელი რომ არ გაგიხდეს.
ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.
თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.