ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.
ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.
ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.
ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: "არა იციან რასა იქმან...", ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს,... იხილეთ სრულად
ქორწინება დიდი და საოცარი საიდუმლოებაა. ღვთის შიშით განმტიცებული ქორწინება, სულიწმიდის მადლის მატარებელია. იგი ამაღლებულია და სრულყოფილი. ვინც ქორწინებას უარყოფს, იგი სულიწმიდას ეწინააღმდეგება. ვინც ქორწინებისაგან თავს იკავებს, რა... იხილეთ სრულად
ის, ვინც მატერიალურ სიკეთეს ფლობს, შესაძლოა ეგოისტი, ქედმაღალი, უმოწყალო და უღვთო აღმოჩნდეს. ასეთს სულიერი სიმდიდრე არ უნდა ვანდოთ, თუ იგი მცირესა ზედა სარწმუნო არ არის, დიდსა ზედა მით უფრო არასაიმედო იქნება.
ძალაუფლება დიდი ცდუნებაა, და მცირედნი არიან, ვისაც შესწევს უნარი, რომ წინ აღუდგნენ მას.
ქრისტიანისთვის მრისხანების დაძლევა დიდი წარმატებაა. ჩვენ ვმრისხანებთ ცილისმწამებლებზე და მათზეც, ვინც გვინდა რომ ცოდვას განვარიდოთ. გვავიწყდება რომ მრისხანება მომაკვდინებელი ცოდვაა, სხვის გადარჩენას ვლამობთ, საკუთარ თავს კი განსაც... იხილეთ სრულად