ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც.
37. მნიშვნელოვანია საგნებისადმი ვნების უქონლობა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა უბიწო ხარ მათზე ფიქრის ჟამს.
36. მდუმარება მას უყვარს, ვინც მიწიერს არ ელტვის; ყველა ადამიანი მას უყვარს, ვისაც რაიმე ადამიანური არ უყვარს; და ღვთისა და ღვთიურის ცოდნა მას გააჩნია, ვინც ვერ ცდუნდება ვერც სხვისი დაცემით და ვერც სხვისით აღძრული ეჭვის გულისთქმის... იხილეთ სრულად
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ... იხილეთ სრულად
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე ... იხილეთ სრულად
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბ... იხილეთ სრულად
31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ... იხილეთ სრულად
8. თავმოყვარეობა სხეულის ვნებიანი და განუსჯელი სიყვარულია. მათი საპირისპიროა სიყვარული და თავშეკავება. ცხადია, თავმოყვარეობის მქონეს ყველა სხვა ვნება გააჩნია.
9. "არავის, - ამბობს მოციქული, - არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი" (ეფეს.5, 29). მაგრამ, მიუხედავად ამისა, "თრგუნავს და იმონებს მას" (კორ.9, 27). იმით, რომ აძლევს მხოლოდ "საჭმელსა და ტანსაცმელს" (1 ტიმ.6.8). და მხოლოდ იმიტომ, რომ ... იხილეთ სრულად