წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სახარება მოითხოვს ჩვენგან მოყვასის სიყვარულსა არა სუსტსა, არამედ დიდსა; მოყვასი ისე უნდა გვიყვარდეს, ვითარცა თავი ჩვენი.
თუ გსურს ძმაო, განმტკიცდეს შენს გულში სიყვარული ღვთისა, წარმოიდგინე ხშირად, რაოდენი სიყვარული აქვს თვთით ღმერთსა შენზედ, რაოდენი განგებულება აღასრულა ღმერთმან შენის განათლებისა და ცხოვნებისათვის.
სიყვარული ღვთისა უნდა იყოს ჩვენს გულში უმაღლესი და უმტკიცესი ყოველთა სხვათა გრძნობათა, ესრეთ რომელ ყოველი სხვა სურვილი და სიყვარული გულისა ჩვენისა ემორჩილებოდეს ღვთის სიყვარულსა.
მშვიდობის-მყოფელი ისაა, ვინც არამარტო თვითონ ცხოვრობს მშვიდობით და მყუდროდ, არამედ წაჩხუბებულებსაც და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილოდაც არიგებს. მაცხოვარი მათ დიდსა და გამოუთქმელ ჯილდოს აღუთქვამს - ისინი ძედ ღმრთისად იწოდებიან. ეს ი... იხილეთ სრულად
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისთვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთი... იხილეთ სრულად
მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული პავლე. მხნეობა მღვიძარებაზე უმჯობესი და უდიდესი თვისება არის. მხნეობა არის ძალა და სიმტკიცე კაცის სულისა. მხნე კაცი ის არის, რომელიც ყოველს საქმეს და შრომას ასრულებს ხალისიანად და სასოე... იხილეთ სრულად
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ... იხილეთ სრულად
თუ ქრისტიანემ დაიძინა, მღვიძარე არ არის ის და ფრთხილად არ იქცევა, ადვილად შთავარდება იგი განსაცდელსა შინა და მოაკლდება სარწმუნოებასა, ესე იგი, სულიერსა თვისსა სიცოცხლესა, სულიერსა საუნჯესა.
ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდე... იხილეთ სრულად
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა დ... იხილეთ სრულად