195. საქმის გარეშე მესიბრძნე და ენამჭევრი მდიდარია უსამართლობით და "მისი შრომანი", თანახმად წერილისა, "უცხო სახლებში შედის" (იგავ. 5.10), (ე.ი. მას არ ხმარდება).
გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად; ნუ დაიზარებ შრომას მარადიული ცხონებისათვის - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმისათვის.
ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან
ღმერთს ადვილად არ სწყინს და ადამიანის შრომასა და მოთმინებას აჯილდოებს; ადამიანიც ასეთივე უნდა იყოს ღმერთთან მიმართებაში - არ დაიშუროს შრომა და მოთმინება მისთვის.
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
თითოეულმა მოთმინებით უნდა აიღოს თვისი ჯვარი, ე.ი. ყოველივე, რაც კი სიცოცხლეში შეემთხვევა - შრომა, ჭირი, უბედურება - მოთმინებით უნდა იტვირთოს და ქრისტეს გზასა და კვალს ისე შეუდგეს
დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე.
მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია