განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: "არა იციან რასა იქმან...", ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს,... იხილეთ სრულად
ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.
ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.
როგორ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, თუ ყოველდღიურად სხვათა ცოდვებსა და უძლურებებზე მითქმა-მოთქმით ვწამლავთ ჰაერს. დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე.
განმკითხველნი უფრო ხშირად ისინი არიან, რომელნიც შურის ტყვეობაში იმყოფებიან, ანდა საკუთარ თავს არ იცნობენ. თითოეული ჩვენგანი ხომ მონაა ცოდვისა. გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ნაკლოვანებას და ეს ათავის... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სამართალი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც წონასწორობაა ჩემსა და სხვას შორის. ვექცევი თუ არა სხვას ისე როგორც საკუთარ თავს. ეს კი გამოცდილებით ვიცით, რასაც ნიშნავს: იმის მიუხედავად, კარგია ჩვენი საქციელი თუ ავი, თავი მაინც... იხილეთ სრულად
უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ... იხილეთ სრულად
თუ შენ მკაცრი ხარ სხვების მიმართ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი - და ხედავ მათ მცირე შეცდომებსაც კი, რატომ არ ამჩნევ საკუთარ დიდ ცოდვებს? ყოველი ადამიანი ხომ თავის თავს უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას; საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე სხვ... იხილეთ სრულად
"რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მათ 7,2), - გვაფრთხილებს იესო ქრისტე. ასე რომ, ის, ვინც განიკითხავს, განიკითხავს არა მოყვასს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და მიეცემა სასჯელს და წამებას. ხოლო ვინც აპატი... იხილეთ სრულად