არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის. თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შე...
იხილეთ სრულად
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის.თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფერებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დედის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგორც ქრისტესი. სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრისთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთი...
იხილეთ სრულად
მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგორც ქრისტესი. სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრისთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთისთვისაც.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის ...
იხილეთ სრულად
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის კრებულში, სადაც ისინი საუკუნოდ მისი სახის ჭვრეტაში იქნებიან?