გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთი...
იხილეთ სრულად
გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას.
აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც "ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს" (იოანე 5,21).
იხილეთ სრულად
აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც "ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს" (იოანე 5,21).სიხარულით მოდით და დატკბით ღვთაებრივი ტრაპეზის ზიარებით,ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
ღვთის ხატება არავითარ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანში (წმ. ბასილი დიდის სიტყვები, ჩვენთვის ცნობილ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 43-ე სიტყვიდან. იხ. მოსკოვში 1844 წ. გამოცემული "წმ. მამების შრომები", ნაწ. IV, გვ. 104-129).
დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომ...
იხილეთ სრულად
დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი უ...
გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „
იხილეთ სრულად
გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „და დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა მანგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმე ბრძოლასა“ (ისაია II,4).
როცა წარსულს ვაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქრისტიანობა არ აღმოცენდებოდა და არ აღორძინდებოდა, ადამიანს რომ ყური არ დაეგდო თავისი სულის ხმისათვის, და რომ მაცხოვარს ყოველივე ის არ მოემადლებინა, რაც მთავარია და აუცილებელი ...
იხილეთ სრულად
როცა წარსულს ვაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქრისტიანობა არ აღმოცენდებოდა და არ აღორძინდებოდა, ადამიანს რომ ყური არ დაეგდო თავისი სულის ხმისათვის, და რომ მაცხოვარს ყოველივე ის არ მოემადლებინა, რაც მთავარია და აუცილებელი ადამიანისათვის.