სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია,... იხილეთ სრულად
თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი ვნებითაა გატაცებული, ზოგჯერ უფრო მეტად ხალხთა მტერია, ვიდრე - კეთილისმყოფელი.
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.
მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველსმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა.
დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება.
გულითადი მადლობა გადაუხადე უფალს და ილოცე იმისათვის, რომ იგი იფარავს შენს სიცოცხლეს, სახლს, შვილებს, მამულს და შენი შვილების ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
თუ სახელმწიფო მართვის გარკვეული სახისთვის მომწიფდა, განმტკიცდა, გაფართოვდა და აყვავდა, ნუ შეეხებით ასეთ მმართველობას; როგორც ჩანს, იგი მისაღებია სახელმწიფოსთვის, ამიტომ მასში სხვა მმართველობის შემოღება დამღუპველი და საზიანო იქნებო... იხილეთ სრულად
სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი უცვლელია: შეიძლება, ქვედა ზემოთ გადავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება ქვემოთა და ზემოთა, ნება და იძულება, სიმდიდრე და სიღარიბე, სიამოვნება და ტანჯვა.