ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი მით წაახდენს მთელსა თვისსა ლოცვასა. შეხედე ზოგიერთს, როგორი ურწმუნო და ცრუ არის მისი პირჯვრის წერა. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს რცხვენია სრული ჯვ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოყრი სრულიად უსარგებლო... იხილეთ სრულად
როგორადაც შეუძლებელია, რომ კეთილად იცხოვროს კაცმა, თუ კეთილი ლოცვა არ იცის, მზგავსადვე, შეუძლებელია კეთილად, ნაყოფიერად ილოცოს კაცმა, თუ არ სურს ატაროს ქრისტიანულად ცხოვრება. ჩვენ ცუდად ვსცხოვრობთ მისთვის, რომ ცუდად ვლოცულობთ; გარ... იხილეთ სრულად
შემდგომად ლოცვისა საჭიროა, რომ თვით საქმით ვეძიებდეთ და ვასრულებდეთ მას, რაც ვთხოვეთ ღმერთსა ლოცვაში.
თვით ლოცვის დროს საჭიროა და მიუცილებელი, რომ ჩვენი გრძნობა, განზრახვა და სული ეთანხმებოდეს ლოცვაში წართქმულ სიტყვებსა, რომ ნამდვილად გვსურდეს ის, რასაც წარვსთქვამთ სიტყვებით.
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად ... იხილეთ სრულად
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქმნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად, ჩვენ ვლოცულობთ მოუმზადებელად; მეორედ, ვლოცულობთ, მაგრამ მართლა კი არ გვსურს გულწრფელად, რასაც ვითხ... იხილეთ სრულად
მოყვსის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
ლოცვაში კაცს უნდა ჰქონდეს სული შემუსვრილი და დამდაბლებული. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა ამტყუნებდეს თავის თავს, ცოდვებს ნანობდეს, ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს.
უმეტესი შვება და ზოგჯერ გამოუთქმელი ნუგეშიც მიეცემა მგლოვარეს, ოდეს იგი შეაერთებს ცრემლსა ლოცვასა თანა. ვინც ერთხელ ცრემლით ილოცა წინაშე ხატისა, მას კიდეც გამოუცდია, რომელ არცა ერთი ნუგეში არ დაატკბობს გულსა კაცისასა მზგავსად ამის... იხილეთ სრულად