წმ. იოანე კრონშტადტელი - ლოცვა
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: ლოცვა

გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა.თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარეუკინ" (ლუკ.9,62). და თუ მაინც მოეშვი ლოცვისას, მოუძლურდი და არ ილოცე გულით, ვერ დაიძინებ (თუ ღამისთევის ლოცვისას მოხდა ეს), სანამ ტირილით არ გამოისყიდი შენს ცოდვას ღვთის წინაშე. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ სრულყოფილებს ემართებათ. დააკვირდი და საკუთარ გვამს ღმერთზე მაღლა ნუ დააყენებ, ღვთისათვის უგულებელყავ სხეულის მოსვენებაც. როცა ლოცვის წესის აღსრულებას შეუდგები (მოკლე იქნება ეს წესი, თუ გრძელი), სრული კეთილსინდისიერებით აღასრულე და ისე ნუ იზამ ლოცვისას, რომ შენი გულის ერთი ნაწილი ღმერთს და მეორე კი - გვამს ემსახუროს. ღვთისმოშურნეობას არ ეამება შენი თვალთმაქცობა და თვითსიბრალული. ეშმაკის ნებას გადაგვცემს ღმერთი და ბოროტი წამითაც აღარ მოასვენებს გულს, რადგან ჩვენ უგულებელვყავით ღმერთი, ჭეშმარიტი მშვიდობა გულისა და ეს ყოველთვის ასე იქნება, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ, რომ როგორმე შეიჩვიოს ღმერთმა გული თავის სიახლოვეს და დაგვანახოს მნიშვნელოვანი: არაგულწრფელი ლოცვით ადამიანი შორდება ღმერთს, საკუთარ თავს უმხედრდება, მაშინ, როცა გულწრფელი ლოცვა აახლოებს კაცის გულს ღმერთთან და იგი საუკუნოს მისი ხდება. ასე რომ, ირწმუნე ეს სიტყვა: ნუ იჩქარებ და ნუ მიაფუჩეჩებ ლოცვას სხეულის საამებლად, თორემ დაკარგავ სიმშვიდეს სულისას და გვამისასაც. ოჰ! რა შრომისა და ცრემლის ფასად მიიღწევა გულის მიახლოება ღმერთთან და ნუთუ ჩვენი უგერგილო ლოცვა უნდა გახდეს ღმერთთან დაშორების მიზეზი? განა არ მოგვკითხავს ღმერთი ამას? მას ჩვენც ვებრალებით და ჩვენი ჯაფაც. ამიტომაცაა, მთელი გულით სურს, მიგვაბრუნოს თავისკენ, უნდა, რომ მუდმივად მას ვეკუთვნოდეთ.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები