
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ლოცვა
სთხოვე უფალს, შეუნდოს სხვებს. სთხოვე ისე, როგორც საკუთარი ცოდვებისაგან თავდაღწევას იხვეწები, მაშინ, როცა წუხილისაგან გულგამოჭმული და სულშეკრული იძულებული ხარ, გულისტკივილით, სიმდაბლითა და ცრემლით ემუდარო ღმერთს ცოდვების მიტევება. ზუსტად ისე ითხოვე სხვების ცხონება, როგორც საკუთარს ითხოვ. და თუ შეძლებ ამას და მერე ასე ლოცვას ჩვევადაც დაიდებ, აგავსებს უფალი სულიერი ფუფუნებით, სული წმინდის ნიჭებით, რადგან მას უყვარს ის სული, რომელსაც სხვების ცხონებაც ენაღვლება, იმიტომ რომ იგი, ყოვლადწმინდა სული, მუდმივად ერთის ცდაშია, აცხოვნოს ყველა, თუკი წინ არ აღვუდგებით, და არ განვიფიცხებთ გულებს რადგან "...არამედ თვით იგი სული მეოხ არს ჩვენთვის სულ-თქმითა მით უსიტყველითა" (რომ.8,26)