წმ. თეოფანე დაყუდებული - ციტატები, გამონათქვამები
წმ. თეოფანე დაყუდებული - ციტატები, გამონათქვამები წმ. თეოფანე დაყუდებული | გამონათქვამები
ღვთისაგან მოვლენილი მუდმივი მწუხარება, უსიამოვნება და მისგანვე ბოძებული სულის შემუსვრილობა ისე უნდა მივიღოთ, როგორც განწმენდის უძლიერესი საშუალებები. ესენი თითქოს ჩვენი მასწავლებლები და ოსტატები არიან და თუ ნამდვილად არავინ გვყავს... იხილეთ სრულად
კანონად დაიდეთ: არც აზრს, არც გრძნობას, არც ვნებიან სურვილს საკუთარი ნებით არ უთანაგძნოთ და მაშინვე, როგორც კი შეამჩნევთ, სრული სიძულვილით დევნეთ ისინი, ამით თქვენ ყოველთვის უდანაშაულო იქნებით ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე.
საქმე მარტივადაა: ჩადით გულში, სადაც შთაბეჭდილებამ ჩააღწია, უბიძგეთ მას პირქუში გამომეტყველებით და ამავე დროს ილოცეთ მის წინააღმდეგ ღვთისადმი და ასე დაჰყავით, სანამ გაივლის.
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შე... იხილეთ სრულად
ცოდვას უყვარს სრული ძალაუფლება. თუ ჩვენი გული შეყვარებულია მასზე, მაშინ იგი სრულიად ეუფლება გულს და ადამიანს მთლიანად თავის ბოროტი ძალით ფარავს. ცოდვილი ადამიანისთვისაც და კაცობრიობისთვისაც ერთი წარწერა არსებობს: „ტერფიდან თხემამდ... იხილეთ სრულად
რა არის ღვთისმიერი აზროვნება? ღვთისმიერი აზროვნება არის ჩხრეკის (განსჯის) გარეშე გონებაში მუდმივად პყრობა ერთ-ერთი ამ ჭეშმარიტებათაგანისა: უფლის განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და ა.შ.
ქრისტიანს მოწყალების გაღება შეუძლია არა მარტო ნივთიერად, არამედ თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და სხვა სახითაც.
საშიშია და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აჩერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო.
რადგან სხეულის მეშვეობით ბუნებასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება, სულიერად სხეულს დამორჩილებული ადამიანი, ბუნებისაგან იმდენი არხით სვამს სიამოვნებებს, რამდენი მიმართულებაც არის მის სხეულში, და სიამოვნებებთან ერთად იწოვს იგი ბუნების ძი... იხილეთ სრულად