თქვენი ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგან ღვაწლზე შეაჩერეთ. თუმცა ის აუცილებელია, მაგრამ შინაარსით ხარაჩეობს გვაგონებს. შენობაც ხარაჩოებს შორის შენდება, მაგრამ ხარაჩოები შენობა როდია. შენობა გულშია. და სწორედ, გულისმიერ ღვაწლზე უნ...
იხილეთ სრულად
თქვენი ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგან ღვაწლზე შეაჩერეთ. თუმცა ის აუცილებელია, მაგრამ შინაარსით ხარაჩეობს გვაგონებს. შენობაც ხარაჩოებს შორის შენდება, მაგრამ ხარაჩოები შენობა როდია. შენობა გულშია. და სწორედ, გულისმიერ ღვაწლზე უნდა შეჩერდეს მთელი ყურადღება.
პირველი მაცდუნებელი აზრი თვითკმაყოფილებაა; მას მოჰყვება შინაგანი თავმაღლობა, რომელიც თანდათან გამოგიჭედავთ ყურებს და ბოლოს თავს მოგაწონებინებთ სხვების წინაშე. გააცნობიერეთ ეს. წაიკითხეთ მაკარ...
გარეგნული საქმე და ღვაწლი სინამდვილეში საშუალებებია, ისინი მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუკი მიზნისკენ მივყავართ. აზრებსაც მათზე ნუ შევაჩერებთ. მთავარი გრძნობებსა და გადაწყვეტილებებში იმალება. ჰოდა, თუ ცხოვრების გარეგნული წესი უკვე მო...
იხილეთ სრულად
გარეგნული საქმე და ღვაწლი სინამდვილეში საშუალებებია, ისინი მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუკი მიზნისკენ მივყავართ. აზრებსაც მათზე ნუ შევაჩერებთ. მთავარი გრძნობებსა და გადაწყვეტილებებში იმალება. ჰოდა, თუ ცხოვრების გარეგნული წესი უკვე მოიწესრიგეთ, მათკენ მიმართეთ მთელი ყურადღება; ყველაზე მეტად სიმდაბლე და შემუსვრილება ინატრეთ და ილოეთ, რომ უფალმა ის მოგცეთ, თავიც ხშირად გაიკიცხეთ და თვითმხილებისაკენ მოდრიკეთ. გაღვიძებისთანავე ეცადეთ, რომ საკუთარი უსარგე...
ყველანაირი სახის მოღვაწეობა ისე უნდა წარიმართოს, რომ მონასტერში ეს არავინ იცოდეს. თუკი შეიტყობენ, მოღვაწეობა უკვე აზრს კარგავს. არ იფიქროთ, თითქოს ფარულად საქმის კეთება, ანუ როდესაც ჩვენს ღვაწლს ვერავინ ხედავს და არავინ იცის მის შ...
იხილეთ სრულად
ყველანაირი სახის მოღვაწეობა ისე უნდა წარიმართოს, რომ მონასტერში ეს არავინ იცოდეს. თუკი შეიტყობენ, მოღვაწეობა უკვე აზრს კარგავს. არ იფიქროთ, თითქოს ფარულად საქმის კეთება, ანუ როდესაც ჩვენს ღვაწლს ვერავინ ხედავს და არავინ იცის მის შესახებ, მკაცრად აუცილებელი არ იყოს: მკაცრად კი არა, უმაკაცრესად აუცილებელია. ღვაწლი, რომლის შესახებაცზარს შემოჰკრავენ - ფუჭია, გროშის ფასადაც აღარ ღირს.
ცხოვრებისეული აზრები მოიწესრიგეთ. ისეთი განწყობა ეძიეთ, რომ სხეულით ჩვეული საქმები აკეთოთ, ხოლო სულით მუდამ უფალთან იყოთ. უზრუნველობა უფლის წყალობით გვენიჭება, რის შედეგადაც ვახერხებთ ყველაფრის დროულ მოგვარებას ისე, რომ აღარაფერი ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებისეული აზრები მოიწესრიგეთ. ისეთი განწყობა ეძიეთ, რომ სხეულით ჩვეული საქმები აკეთოთ, ხოლო სულით მუდამ უფალთან იყოთ. უზრუნველობა უფლის წყალობით გვენიჭება, რის შედეგადაც ვახერხებთ ყველაფრის დროულ მოგვარებას ისე, რომ აღარაფერი გვითრევს გადაჭარბებულ მზრუნველობაში და აღარ გვთანგავს. ეძიეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ
ხელებმა და ფეხებმა საქმე აკეთონ, აზრი კი ღმერთით უნდა იყოს დაკავებული - ასე აღიმართება ჭეშმარიტად მდგომი ადამიანი.
შინაგანი წყობა დილიდანვე უნდა მოწესრიგდეს - თვალების გახელისთანავე. დღის განმავლობაში უნდა ვუფრთილდებოდეთ მა...
იხილეთ სრულად
ხელებმა და ფეხებმა საქმე აკეთონ, აზრი კი ღმერთით უნდა იყოს დაკავებული - ასე აღიმართება ჭეშმარიტად მდგომი ადამიანი.
შინაგანი წყობა დილიდანვე უნდა მოწესრიგდეს - თვალების გახელისთანავე. დღის განმავლობაში უნდა ვუფრთილდებოდეთ მას, ხოლო საღამოს შევათბოთ და ისე დავიძინოთ.
როდესაც შინაგანი ლოცვა იბადება, მას შეუძლია ტაძარში მყოფობის ნაწილობრივ შეცვლა, მაგრამ შინაგან ლოცვას ისე არაფერი აძლიერებს, როგორც ტაძარი.
თქვენ გეუბნებით: უფრო დიდი დამსახურებაა ცხოვრებისეულ ორომტრიალში მოღვაწეობა, ვიდრე განმარტოებაში ცხოვნება. თქვენ არ უარყოფთ ამას. ჭეშმარიტი მოღვაწეები ყურადღებას არ აქცევენ დამსახურებებს, მხოლოდ ვნებიანი გრძნობებისა და აზრებისაგან...
იხილეთ სრულად
თქვენ გეუბნებით: უფრო დიდი დამსახურებაა ცხოვრებისეულ ორომტრიალში მოღვაწეობა, ვიდრე განმარტოებაში ცხოვნება. თქვენ არ უარყოფთ ამას. ჭეშმარიტი მოღვაწეები ყურადღებას არ აქცევენ დამსახურებებს, მხოლოდ ვნებიანი გრძნობებისა და აზრებისაგან განწმედაზე ზრუნავენ. ამ მიზნის მისაღწევად სხვებთან ურთიერთობა უფრო ხელსაყრელია იმიტომ, რომ ამით ვნებებთან ბრძოლის და მათი დაძლევის ნამდვილ გამოცდილებას იძენთ. მთლიანობაში თქვენ იმარჯვებთ და ძლიერ დარტყმას აყენებთ ვნებე...
არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, ...
იხილეთ სრულად
არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, შემეცნებით გზაზე უნდა იდგნენ... მე გწერდით: მიეჩვიეთ ღვთის მუდმივ ხსოვნას და მისი პირისახის წინაშე სიარულს. ესაა სწორედ შემეცნებითი მხარე...
იბადება კითხვა, საქმიანობისას როგორღა მივა...
მხედველებაში გქონდეთ, რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკვებზე დამოკიდებული, მას უფრო მეტად სულიერი სიმშვიდე განაპირობებს. ცხოვრება ღმერთი ამასოფლის მღელვარებისაგან განგვაშორებს, გულს სიმშვიდით აღავსებს და მისი მეშვეობით სხეულში ყვ...
იხილეთ სრულად
მხედველებაში გქონდეთ, რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკვებზე დამოკიდებული, მას უფრო მეტად სულიერი სიმშვიდე განაპირობებს. ცხოვრება ღმერთი ამასოფლის მღელვარებისაგან განგვაშორებს, გულს სიმშვიდით აღავსებს და მისი მეშვეობით სხეულში ყველაფერს სასიკეთოდ აწესრიგებს...
საქმეები როდია მთვარი ცხოვრებაში; მთავარი ღვთისაკენ მიმართული გულის განწყობაა.
მონასტერში ცხოვრების ორგვარი წესია: ერთი შინაგანი, მეორე - გარეგანი. მორჩილებები, რომლებიც მონასტერში დგინდება, უკლებლივ გარეგნულ ცხოვრების წესს ეხება. ვინც არ იცის, რომ მონასტერში მუსულთ ძირითადად ფიზიკურად ასაქმებენ და რომ სულის...
იხილეთ სრულად
მონასტერში ცხოვრების ორგვარი წესია: ერთი შინაგანი, მეორე - გარეგანი. მორჩილებები, რომლებიც მონასტერში დგინდება, უკლებლივ გარეგნულ ცხოვრების წესს ეხება. ვინც არ იცის, რომ მონასტერში მუსულთ ძირითადად ფიზიკურად ასაქმებენ და რომ სულის ცხოვნების პროცესი ასეთი მორჩილებების ფონზემიმდინარეობს, შესაძლოა, პირველივე ნაბიჯებიდან პირი იბრუნოს მონასტრისაგან იმის გამო, თითქოს ეს არ შეესაბამება მის მიზანს და სულისკვეთებას; ან მონასტერში დარჩენილმა მთელი მონასტრუ...
დაე, ყველა განგვიკითხავდეს, მაგრამ თუ ღმერთი გამართლებს სინდისში, ეს განკითხვა არაფრად ჩააგდო. როგორც ერთმა მოღვაწემ შენიშნა, ჩვენი მსჯელობა უმალ რაიმე სულელურს მოედება და ჩვენს თავზე შავი ღრუბლებივით დგას, რომელიც მართალი სინდის...
იხილეთ სრულად
დაე, ყველა განგვიკითხავდეს, მაგრამ თუ ღმერთი გამართლებს სინდისში, ეს განკითხვა არაფრად ჩააგდო. როგორც ერთმა მოღვაწემ შენიშნა, ჩვენი მსჯელობა უმალ რაიმე სულელურს მოედება და ჩვენს თავზე შავი ღრუბლებივით დგას, რომელიც მართალი სინდისით თუ გაიფანტება.