სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის განჰრცხა წყ...
იხილეთ სრულად
სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის განჰრცხა წყლითა, გესლი იგი არავე განეყარის მისგან, ხოლო უკუეთუ შეიღო იგი ბრძმედსა ცეცხლისასა, მაშინ განათლდის და ბრწყინავნ იგი. ეგრეთვე სული დაგესლებული ცოდვითა, უკუეთუ განჰრცხე იგი უდებებითა, დაღათუ ყოველთა დღეთა აჩუენებდე სინანულ...
link
აწ ნუ ჰმიზეზობ და იტყვი: ხვალითგან ვიწყო კეთილისა საქმედ. რამეთუ არა უწყი შენ, რაი ყოფად არს ხვალესა. არამედ ესრეთ ვიტყოდით და არა განვეშორნეთ ვიდრე მზისა დასლვამდე, ვიდრემდის განვაგდოთ ჩუენგან ჩუეულებაი ბოროტისაი. დაღაცათუ ვიგუემ...
იხილეთ სრულად
აწ ნუ ჰმიზეზობ და იტყვი: ხვალითგან ვიწყო კეთილისა საქმედ. რამეთუ არა უწყი შენ, რაი ყოფად არს ხვალესა. არამედ ესრეთ ვიტყოდით და არა განვეშორნეთ ვიდრე მზისა დასლვამდე, ვიდრემდის განვაგდოთ ჩუენგან ჩუეულებაი ბოროტისაი. დაღაცათუ ვიგუემნეთ, გინა მოვსწყდეთ, გინა მიგუეღოს მონაგები ჩუენი, რაითა არა ვსცეთ ჩუენ ზედა მიზეზი ეშმაკსა უდებებითა და უთმინოებითა ჩუენითა. უკუეთუ ესრეთ განაჩინო თავსა შინა შენსა და იხილოს ღმერთმან მხურვალებაი შენი და მოსწრაფებაი, მაშ...
link
ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41...
იხილეთ სრულად
ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41). რამეთუ შეინანეს ერთისა მის ქადაგებისაგან, რომელი-იგი ესმა მათ, და განიშორეს ყოველივე იგი ბოროტისა ჩუეულებაი მათგან და მიიწინეს იგინი თავსა სათნოებისასა. რამეთუ ვითარცა ესმა მათ, ვითარმედ ქალაქი მათი დაიქცევის, შეშინდე...
link
არა ხოლო თუ თავთა ჩუენთაი ჯერ-არს ზრუნვაი და განთავისუფლებაი ცოდვისაგან, არამედ გვიღირსვე ზრუნვაი ასოთა ჩუენთათვის. და არა მოვიწყინოთ, ვიდრემდის სხუანიცა ვიხსნეთ ცოდვისაგან. და ჩუენ ყოველთა განვიშოროთ ჩუეულებაი ფიცისაი და მეგობართ...
იხილეთ სრულად
არა ხოლო თუ თავთა ჩუენთაი ჯერ-არს ზრუნვაი და განთავისუფლებაი ცოდვისაგან, არამედ გვიღირსვე ზრუნვაი ასოთა ჩუენთათვის. და არა მოვიწყინოთ, ვიდრემდის სხუანიცა ვიხსნეთ ცოდვისაგან. და ჩუენ ყოველთა განვიშოროთ ჩუეულებაი ფიცისაი და მეგობართაგანცა და შევწირნეთ ღმრთისა. და თუ მათცა ესხნენ მონანი და მოწაფენი, ესრეთვე ასწავებდედ, რაითა ყოველნი ერთობით უბიწონი წარვდგეთ წინაშე საყდართა მათ სარჩელისათა და ღირს ვიქმნეთ მარჯუენით მეუფისა მის დიდებისაი, რომლისაი არს...
link
მრავალნი კაცთაგანნი იტყვიან, ვითარმედ წერილ არს კაცსა ზედა წინაითვე განჩინებული ღმრთისა მიერი კეთილი და ბოროტი და თვით ვერას შემძლებელ არს საქმედ, თვინიერ რომელი ღმერთმან უბრძანოსო პირველითგანვე და განაჩინოს. და ესრეთ ჰგმობენ და ა...
იხილეთ სრულად
მრავალნი კაცთაგანნი იტყვიან, ვითარმედ წერილ არს კაცსა ზედა წინაითვე განჩინებული ღმრთისა მიერი კეთილი და ბოროტი და თვით ვერას შემძლებელ არს საქმედ, თვინიერ რომელი ღმერთმან უბრძანოსო პირველითგანვე და განაჩინოს. და ესრეთ ჰგმობენ და აგინებენ ღმერთსა უმეცრებით და უგუნურად, რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი კეთილად და ხელმწიფე ყო იგი თავსა თვისსა ზედა და უჩუენა გზაი ცხორებისაი და წარწყმედისაი, ვითარცა თქუა ღმერთმან წიგნსა შინა: უკუეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ...
link
აწ უკუეთუ ეგრეთ არს თქუმულისა მათისამებრ, ღმერთი უკუე უსამართლოდ სტანჯავს მონასა თვისსა მისთვის, რომელი იგი მან უბრძანა საქმედ და დაწერა მას ზედა. არა განუჩინებიეს ღმერთსა ბოროტისა საქმე და არცა დაუწერიეს, არამედ უხელმწიფებიეს კაც...
იხილეთ სრულად
აწ უკუეთუ ეგრეთ არს თქუმულისა მათისამებრ, ღმერთი უკუე უსამართლოდ სტანჯავს მონასა თვისსა მისთვის, რომელი იგი მან უბრძანა საქმედ და დაწერა მას ზედა. არა განუჩინებიეს ღმერთსა ბოროტისა საქმე და არცა დაუწერიეს, არამედ უხელმწიფებიეს კაცი თავსა თვისსა ზედა ყოფად კეთილისა და, თუ ენებოს, ბოროტისა. აწ უკუე ნუ ვინ ჰგონებთ, ვითარმედ ღმერთსა კაცისათვის უნებს ბოროტი. უკუეთუ ჰქმენ კაცმან კეთილი, ღმრთისა მიერ იქმს, და უკუეთუ ქმნეს ბოროტი, ეშმაკისა მიერ იქმს და თ...
link
უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაი არს თავი ყოვლისა ცოდვისაი. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა,...
იხილეთ სრულად
უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაი არს თავი ყოვლისა ცოდვისაი. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა, რომელ არს ძვირის-ხსენებაი და მანკიერებაი, შური, სიძვაი და ანგაჰრებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი, და რისხვაი, და სმენაი მოყუსისაი და ზაკუვაი. რომელნიმე კაცთაგანნი იტყვიან, ვითარმედ გუნებავს კეთილისა საქმე და სათნოებათაი...
link
მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმე მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წინაშე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკანაისკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მ...
იხილეთ სრულად
მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმე მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წინაშე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკანაისკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მრავალნი პირველ იყვნეს ძვირის მოქმედ დღეთა მათთა და უკანაისკნელი მათი იქმნა კეთილ და წმიდა და ღმერთი დაჯერებულ იქმნა მათგან, რამეთუ მეძავი იგი პირველად იყო ეშმაკისაი და უკანაისკნელ იქმნა იგი ღმრთისად. და სოლომონ პირველად ...
link
ღმერთმან, რომლისაი დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ხელითა თვისითა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაი დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყვიან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ ი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან, რომლისაი დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ხელითა თვისითა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაი დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყვიან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ იყოფინ ესე ღმრთისა! რამეთუ ესრე თქუა ღმერთმან დაბადებასა შინა, ვითარმედ: ყოველი რომელი დაჰბადა ღმერთმან - კეთილად ფრიად (შესაქ. 1,31). და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: ეშმაკი ვითარ ბოროტ არს, გრქუათ შენ, ვითარმედ ღმერთმან ესეც...
link
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაი ამპარტავანებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მხეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუხდის მას მოკლვად და იგი ...
იხილეთ სრულად
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაი ამპარტავანებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მხეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუხდის მას მოკლვად და იგი ძლეულ იქმნის და შეჭმულ მის მიერ. ნუუკუე სისხლი მისი არა ხელთა მისთაგან იძიოსა ღმერთმან? ჰე ჭეშმარიტად, რამეთუ იძიოს. ნუ ემსგავსებით მათ, ძმანო ჩემნო, და ნუ აღჰზუავნებით სილაღით, რამეთუ სილაღე და ამპარტავანებაი ეშმაკისაგა...
link