უკუეთუ შეიპყრას კაცი მხეცმან უმეცრებით, გინა წარიღოს ღუარმან თვინიერად ცნობისა მისისა, მშვიდობაი აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თვისი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ...
იხილეთ სრულად
უკუეთუ შეიპყრას კაცი მხეცმან უმეცრებით, გინა წარიღოს ღუარმან თვინიერად ცნობისა მისისა, მშვიდობაი აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თვისი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ! ესე საქმე ეშმაკისაგან არს და მან შემძლებელ ყო იგი, ვინაითგან კაცმან მან იუფლა იგი თავსა თვისსა ზედა. და არნ ოდესმე,
განსაცდელსა და ვნებასა ხორცთასა და სენსა ბოროტსა შევარდის კაცი ღმრთისა მიერ გამოსაცდელად უმჯობესისა ...
link
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი ...
იხილეთ სრულად
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი გუამისაი, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათვის. რამეთუ რაჟამს კაცი დ...
link
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მ...
იხილეთ სრულად
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაითა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა
link
არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგვინდობს და მოგვისპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, ხოლო რომელნი ...
იხილეთ სრულად
არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგვინდობს და მოგვისპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, ხოლო რომელნი მოკუდენ და არა შეემთხვიოს განსაცდელი აქა, მათთვის იტყვის წიგნი: ბოროტ არს სიკუდილი ცოდვილთაი (ფსალმ. 33, 22). არა არს ვითარცა სიკუდილი უძლურთაი, ვითარცა თქუა ღმერთმან ლაზარესთვის გლახაკისა და მდიდრისა მისთვის, ვითარმედ: ...
link
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებ...
იხილეთ სრულად
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებაი და ხელმწიფებაი და სუფევაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ
link