წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი, თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა, რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ან სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ. წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში

წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამიტომაც ჩარიცხა ისინი ეკლესიამ წმინდანთა დასში. წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და

ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ. ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო

ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი“. ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და

ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც. ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს

ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ თუ შეყოვნდება მასში და უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს, ამით სინდისის ხმასაც ჩაახშობს, ეჭვს შეიტანს უფლის აღთქმაში, მათ სამართლიანობაში და, ბოლოს და ბოლოს, სულ კარგავს რწმენას, უარყოფს ეკლესიას და საიდუმლოებებს, უწინარეს ყოვლისა, მონანიებას და აღსარებას. ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ

როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების სათქმელად მიდის და ცოდვების დამალვას აპირებს. როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ

ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისთვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისთვის

მიმომწვლილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. მიმომწვლილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა

მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისგან მოდის. მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1