დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არ...
იხილეთ სრულად
დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არის ღირსი, რომ სჭამოს პური, მისთვის რომელ ყოველმან კაცმან თავის ხელით უნდა შეიძინოს თავისი საზრდო. მაშასადამე, ვინც არ მუშაკობს, იგი სჭამს სხვის ნამუშაკევს და მით დაემზგავსება ქურდსა.
link
უქმად მყოფი ადვილად იქმნს ყოველსა ცოდვასა, გონება და გული მისი მიდრეკილ არს ყოვლისა ბილწებისადმი; ხოლო კაცი, რომელსა არა აქვს მოცალება და ყოველთვის არის საქმეში, ადვილად ვერ შესცდება.
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინ...
იხილეთ სრულად
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.
link
ვსთქვათ მცონარება ან უსაქმურობა. თავდაპირველად კაცი ესრეთ იფიქრებს, რომელ ამ ცოდვას არ შეუდგება არცა ერთი სენი და ვნება; გარნა ეს არ არის ესრეთ: კაცის ტანი და აგებულება ყოველთვის მოითხოვს შრომასა და მოძრაობასა; თუ კაცი დიდხანს დაშ...
იხილეთ სრულად
ვსთქვათ მცონარება ან უსაქმურობა. თავდაპირველად კაცი ესრეთ იფიქრებს, რომელ ამ ცოდვას არ შეუდგება არცა ერთი სენი და ვნება; გარნა ეს არ არის ესრეთ: კაცის ტანი და აგებულება ყოველთვის მოითხოვს შრომასა და მოძრაობასა; თუ კაცი დიდხანს დაშთა უძრავად და უსაქმოდ, უთუოდ ავად გახდება. ამაზედ კიდევ ის დაამატე, რომელ მცონარე კაცი მალე შთავარდება სიღარიბეში.
link
როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე ...
იხილეთ სრულად
როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ იგი მარად დღე არ არის წარმატებული უდიდესისა მადლისა და სიწმიდისადმი, არამედ მოისვენა და დაიძინა, მოაკლდება ძალსაცა მას, რომელიცა აქ აქვს.
link
149. ისევე როგორც უმოქმედო სპილენძი, რასაც აღარ მიაგებენ ჯეროვან მზრუნველობას, ხანგრძლივი შეფუთვისა და გამოუყენებლობის გამო მასზე გაჩენილი ჟანგისგან ლპება და უვარგისი და უსახური ხდება, ამგვარადვე, უმოქმედო სულიც, რომელიც არ ზრუნავ...
იხილეთ სრულად
149. ისევე როგორც უმოქმედო სპილენძი, რასაც აღარ მიაგებენ ჯეროვან მზრუნველობას, ხანგრძლივი შეფუთვისა და გამოუყენებლობის გამო მასზე გაჩენილი ჟანგისგან ლპება და უვარგისი და უსახური ხდება, ამგვარადვე, უმოქმედო სულიც, რომელიც არ ზრუნავს იმაზე, რომ ღირსეულად იღვაწოს და ღვთისკენ მიიქცეს, განაშორებს თავის თავს ღვთის მფარველობისგან უკეთურ საქმეთა შედეგად, და იმ ბოროტების მიზეზით, რაც მცონარების გზით ჩნდება სხეულის ნივთიერებაში, ეს სულიც დაჟანგული სპილენძი...
link
48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ და...
იხილეთ სრულად
45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ დაუდევრობა და მცონარება სულისა
link
28. ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც ...
იხილეთ სრულად
28. ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც უწყიან და არც აწუხებთ ეს. ამიტომაც, ჩვენგან ჩადენილ შეცოდებათა გამო ნურც ოდესმე ჩვენს წარმოშობას და ნურც ვისმე სხვას დავდებთ ბრალს, თუ არა მხოლოდ ჩვენსავე თავს, რადგან თუ თვით სულს ნებავს მცონარება, არ შეიძლება არ დამარც...
link
თუ იზარმაცებთ მწარე სასმისის შესმა მოგიწევთ, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანთ, საუკუნოდ ცხონდებით. გახდებით ნელსურნელოვანი საკმეველი და ძვირფასი მირონი. ჭეშმარიტად შეიქნებით უფლისთვის სათნო სიტყვიერი მსხვერპლი