მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებების დაცვა, გამონათქვამები
როცა მორჩილი წესგანგებას, სწავლებას და როგორც ღვთის, ისე მოძღვრის მცნებას კარგად არ იცავს, მას შინაგანად სინდისი ამხელს.
„ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს იცავს?“ (იოან. 14, 21) გამხნევდით, შვილებო. უერთგულეთ და მიეჯაჭვეთ მას, ვინც სრული სიყვარულით შეგიყვარათ.
მთელი სულით გისურვებ, სახიერმა ღმერთმა უძლეველი საფარველით დაგიფაროს და როგორც უშეცდომო კომპასმა, შენი წმინდა დანიშნულების პოლუსამდე მიგიყვანოს. ეს კი იესოს ფერხთით მჯდომი წმინდა მარიამის მსგავსად, საკუთარი თავის ღვთისთვის მიძღვნა... იხილეთ სრულად
როცა ეს ცოდვის სჯული მოწინააღმდეგეში სიმამაცეს, ესე იგი ღვთის მცნებებისა და ბრძანებების იარაღით აღჭურვილ ნებასა და განზრახვას ვერ ხედავს, მებრძოლს ამარცხებს და ატყვევებს, საღვთო იარაღს აჰყრის და ცოდვის დინებისკენ მიათრევს.
თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირს და მწუხარებას ნახავ. ცხოვრება მათ ასე გაატარეს. ერთი ტკბობისმოყვარეც ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში, რომელიც მხოლოდ მათთვისაა განკუთვ... იხილეთ სრულად