ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანობა, გამონათქვამები, ციტატები
მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლო... იხილეთ სრულად
გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ღვთ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვა... იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს ადარებს. "ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების მხატვარია. ჩვენი სული მხატვრის ტილოს ჰგავს, სათნოებები - საღებავებს; იესო ქრისტე არის ნატურა, საიდანაც უნდა გადავიხატოთ". შესანიშნავი შედარე... იხილეთ სრულად
რწმენა სიყვარულთან შეერთებული - ქრისტიანული სარწმუნოებაა, სიყვარულის გარეშე - დემონური სარწმუნოება.
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ ს... იხილეთ სრულად
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ... იხილეთ სრულად
იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე.
იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა შუქურა, რომლის საძირკველსაც ეხეთქება ტალღები, რომლებიც ხშირად შესამჩნევ ქაფის ფენას ტოვებენ მასზე, თითქოს მათი დარტყმისგან დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ მის წვერზე ცეცხლი ანთია რომელ... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ - რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას - რომ თვით "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.