ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები
ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები ათეიზმი, ურწმუნოება, გამონათქვამები
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებ... იხილეთ სრულად
ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს.
ამქვეყნად არავინაა ისეთი, ვინც ესოდენ მჩატედმორწმუნე, როგორც - ურწმუნო
ცრურწმენა და ურწმუნოება ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან, ათეისტებს სწამდათ ჯადოქრების, წინასწარმეტყველების; ღვთისადმი ურწმუნოებს კი ღმერთები სწამდათ.
როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას სწამს, როცა სინამდვილეში არა სწამს; ასევე ურწმუნოსაც ჰგონია ზოგჯერ, რომ არა სწამს, მაშინ როცა არსობრივად სწამს.
ურწმუნოებაც ასევე მოითხოვს მტკიცე რწმენას, ოღონდ - არა მაცხოვნებელ რწმენას, არამედ - დამღუპველს.
ურწმუნოთა მხრიდან ყოველგვარ შესაძლო უარყოფას შორის, ყველაზე უსუსური ისაა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი გაგება არ ძალგიძს.
ვისაც ღვთისადმი რწმენა არა აქვს, ის ადამიანებს შორის არანაირ რწმენას არ იმსახურებს.
ჩვენი არსებობის სიმტკიცე, ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს შემოვიძარცვამთ, თუ ამ გალავანს დავარღვევთ და დავანგრევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუ... იხილეთ სრულად