რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში...
იხილეთ სრულად
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში შთააგდებენ მათ. თუ სიტყვისაებრ სოლომონ ბრძნისა, ქალი მხნე არის გვირგვინი ქმრისა, რა სახელი უნდა ეწოდოს ესრეთ ზარმაცთა და დაფანტულთა ქალთა? ისინი დაემსგავსებიან ლოდსა, დამოკიდებულსა ქმრის ყელზე, რომელი ახრჩობს მას. ღმერთ...
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმ...
იხილეთ სრულად
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა.
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქა...
იხილეთ სრულად
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქაც მეუღლე უნდა იყოს ჭეშმარიტი მეუღლე, ესე იგი შემწე ქმრისა თვისისა.
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორ...
იხილეთ სრულად
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორედ იგი მართავს ოჯახსა, ზრდის შვილთა მისთა, დაუცხრომელითა შრომითა და მეცადინეობითა შეეწევა ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა.
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მის...
იხილეთ სრულად
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე.
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა...
იხილეთ სრულად
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი – „მეუღლე“, ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღლის ზიდვას.
ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და შეხედა რა, რამეთუ ადამისი არა იპოვებოდა მსგავსი მისი შემწე, ბრძანა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვჰქმნეთ მისა შემწე მისებრ“ (შესაქ. 2. 19), და ამისა მერმეთ ღმერთმან შექმნა ევა მზგავსად დ...
იხილეთ სრულად
ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და შეხედა რა, რამეთუ ადამისი არა იპოვებოდა მსგავსი მისი შემწე, ბრძანა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვჰქმნეთ მისა შემწე მისებრ“ (შესაქ. 2. 19), და ამისა მერმეთ ღმერთმან შექმნა ევა მზგავსად და ხატად კაცისა და შემწედ მისა. აჰა საფუძველი ქალთა მნიშვნელობისა და მოვალეობისა. აჰა წყარო, რომლისგან მომდინარეობს ყოველი მათი თანამდებობა და ყოფაქცევა.
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხილავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხ...
იხილეთ სრულად
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხილავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა.
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერემდე. შენც ...
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობ...
იხილეთ სრულად
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი დ ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ა...