მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს...
იხილეთ სრულად
მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს ხატი. მაშინ მე გავიცნობდი მეორესა კერძოსა საღმრთოსა მისს ხასიათისასა და უდიდესსა პატივს და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემი.
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომ...
იხილეთ სრულად
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილი არის ეს ჰაზრი. ღმერთმან ყოველ ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშაკობა. გარნა ჩემი სიტყვა რა საჭირო არის აქ. მაგალითი სიტყვაზედ უმჯობესია. მხნე იგი დედაკაცის აღწერა სოლომონისა დედამ უთხრა მას. სოლომონ მეფის დედა ღარიბი რა...
ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა ს...
იხილეთ სრულად
ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა საქმეთა შინა. იგი აძლევს სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. იგი ვითარცა სანთელი ნათელსა, ესრეთ განავრცელებს გარემოს მისსა სიწმიდესა, ბედნიერებასა და ქრისტიანულსა ზნეობასა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე:...
უკეთუ ქალი დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მართვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარისყოფა, ვინაიდან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს განუზომელ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ქალი დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მართვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარისყოფა, ვინაიდან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს განუზომელი სიყვარული ქმრისა, შვილთა და სახლეულთა.
მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არს, რომელ სოლომონ (სოლომონ ბრძენი) აქებს ე...
იხილეთ სრულად
მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არს, რომელ სოლომონ (სოლომონ ბრძენი) აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? ნუთუ თვინიერ ქსოვისა და კერვისა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომისმოყვარებისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან...
მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) ...
იხილეთ სრულად
მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთა თანა მყოფთა. ქმარი მისი არის ქებული და დიდებუილი საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: „დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კ...
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თ...
იხილეთ სრულად
სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა. და არა თუ მხოლოდ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიცა არის და ქველისმოქმედი.
„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“ (იგავნი სოლ. 41.10). სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით იკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“ (იგავნი სოლ. 41.10). სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით იკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგორ უნდა იქცეოდეს ესრეთი დედაკაცი, დავრწმუნდებით რომელ, თუმცა ფრიად სანატრელ არს, გარნა არა ადვილ პოვნა ესრეთისა დედაკაცისა.
ღვთისმშობელი იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტიანობრივისა ქალის ცხოვრებისა; მას ვევედრნეთ, რათა მისცეს კეთილი სურვილი გულსა და განამტკიცოს ნება ქალთა კეთილსა ცხოვრებასა შინა. ამინ.