ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივის მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნე...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივის მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნელი, უხვად იღვრება და უნაწილდება ყველა გარშემო მყოფს.
ქრისტე აღდგა! რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძ...
იხილეთ სრულად
გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" (ფს. 23).
ქრისტე აღდგა! ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სა...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ. სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად ...
იხილეთ სრულად
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
ქრისტე აღდგა! ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩ...
იხილეთ სრულად
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში.
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარ...
იხილეთ სრულად
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!