სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)
110. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი, თუ არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სათნოებით ცხოვრებას ირჩევს, რომელიც იმეცნებს და ადიდებს იმას, ვინც შექმნა ცა ადამიანის ცხონებისა და სიცოცხლისათვის, რადგან ამგვარმა ღვთისმოყვარე... იხილეთ სრულად
111. ისევე როგორც დედისეული საშოდან გამოდის ადამიანი, ამგვარადვე გამოდის სხეულიდან სული შიშველი, - ზოგი განწმენდილი და ნათლიერი, ზოგი - ცთომილებებით შემწიკვლული, ზოგიც - გაშავებული მრავალგვარი შეცოდებებით. ამიტომ, მოაზროვნე და ღვთ... იხილეთ სრულად
112. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია.
113. ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული.
114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.
115. როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმ... იხილეთ სრულად
116. ისევე როგორც დედის მუცლისგან დასრულების გარეშე გამოსულ სხეულს არ ძალუძს გაზრდა, ასევე სხეულიდან გამოსულ იმ სულსაც, რომელიც ღირსეული მოღვაწეობის გზით არ წარმატებულა ღვთის ცოდნაში, არ ძალუძს ცხონდეს ან ღმერთს შეერთოს.
117. სულთან შეერთებული სხეული მუცლის სიბნელიდან სინათლეზე გამოდის, ხოლო სხეულს შეერთებული სული სხეულის წყვდიადს თანაშეეკვრის. ამიტომ, საჭიროა მოვიძაგოთ და განვსწავლოთ სხეული როგორც სულის მტრად და მეტოქედ მყოფი, რადგან სანოვაგეთა დ... იხილეთ სრულად
118. სხეულის მხედველობის ორგანო თვალებია, სულის მხედველობის ორგანო კი - გონება, და როგორც უთვალო სხეული ბრმაა და ვერ ხედავს მზეს, რომელიც მთელ ამ მიწასა და ზღვას ანათებს, არცთუ ის ძალუძს, რომ სინათლით დატკბეს, ამგვარადვე სულიც, კე... იხილეთ სრულად
120. წინაგანგებაა ის, რაც საღვთო აუცილებლობის შესაბამისად ხდება, როგორც, მაგალითად, ყოველდღიური ამოსვლა და ჩასვლა მზისა და მიწისგან ნაყოფის აღმოცენება. ამგვარადვე, თავის მხრივ, რჯულად ის ითქმის, რაც ადამიანური აუცილებლობის შესაბამ... იხილეთ სრულად