წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმ... იხილეთ სრულად
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკ... იხილეთ სრულად
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.
ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა. ვინც შორსაა სიმდაბლისაგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას სძლია.
ვისაც სიმდაბლე აქვს და ცოდვათა გამო ტირის, მას სიკვდილამდე ვერ დასძლევს სიზარმაცე, ამ ორის გარეშე კი თავს ნურავინ მოიტყუებს.