წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს... იხილეთ სრულად
ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს.
ამგვარად, მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგვიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისგან ყოფილა.
დიდხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფს ვერ დაინახავ, ნუ იტყვი, რომ ვერაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; და რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალს და განუწყვეტელ კავშირში იყო მასთან
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა; რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა
ნუ შეწყვეტ ლოცვას, ვიდრე არ დაინახავ, რომ ცეცხლი და ცრემლების წვიმა არ მოიპოვე. იქნებ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარც მოგეცეს ასეთი დრო ცოდვათა მიტევებისათვის
ლოცვის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ განიდევნოს შემოსული ზრახვები - მათი გამოჩენისთანავე; მისი შუაგული ისაა, რომ გონება გადართულია სიტყვაბში, რომელსაც წარმოვთქვამთ ანდა ვფიქრობთ; ლოცვის სრულყოფილება კი მისი უფალთან ატაცებაა.