წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მრისხანებაში მყოფი ადამიანი თავიდან ნებით ეძლევა ამ ვნებას, შემდეგ უკვე ჩვევაში გადაეზრდება. და ბოლოს უნებურად სრულიად დამარცხდება და შეიმუსრება მის მიერ.
ზოგჯერ მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - "ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვ... იხილეთ სრულად
მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.
მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა ძილში.
თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის.