წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცთუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.
ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ – როგორც სხეულის შემბილწველნი.
როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ სცოდო, ეს კი არაფერია. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.
მათი თვისება, ვინც გლოვა, ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც ამას უკვე მიაღწია – ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა – სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტან... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6,14).
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ.
ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გულისმიერი გრძნობებით განიცდის სიკვდილის შიშს, არის ის, რომ იგი თავისი ნებით სრულიად უგრძნობელია ყოველივე ქმნულისადმი და სრულიად მოუკვეთია პირადი ნება.
შეუძლებელია ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმართა შორისაც ითქვა რაღაც – ამდაგვარი იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომ... იხილეთ სრულად
სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ ვნებასაც მოვიკვეთთ.
როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვასა და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხ... იხილეთ სრულად