წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.
ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან... იხილეთ სრულად
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.
ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.
ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების ... იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია. მან სიყვარული ფულზე გაყიდა, ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ორივეს მფლობელია, თავს იტყუებს. ვინც საკუთარ თავს მისტირის, საკუთარ ხორცსაც კი უარყოფს და თუ დასჭირდა, მასაც არ ინდობს. ნუ... იხილეთ სრულად
ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენ მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვერცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ, ამგვარად თუ გსურსთ მ... იხილეთ სრულად