როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილ...
იხილეთ სრულად
როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილის ხსენება შენთან ერთად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და მისი თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს, რადგან ძილის დროს ისე ვერაფერი გვიშუამდგომლებს, როგორც ეს ღვაწლი.
გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ა...
იხილეთ სრულად
გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ადამიანი სამარცხვინო სიყვარულით შეიაკავშიროს, ჯერ ირივე მხარეს გამოსცდის და შემდეგ ვნების ცეცხლს აღძრავს.
ხშირად სიძვისმოყვარებისკენ მიდრეკილი ადამიანები მგრძნობიარენი და მოწყალენი, გულჩვილნი და ალერსიანნი არიან, ხოლო მათ...
როდესაც ვინმე ნახავს, რომ რამენაირი ვნება გაბატონდა მასზე, მაშინ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს, განსაკუთრებით, თუ ეს შინაური მტერია, რადგან თუ ამ ვნებას არ დავამარცხებთ, სხვების დამარცხება არაფერს გვარგებს, ხოლო თუ ა...
იხილეთ სრულად
როდესაც ვინმე ნახავს, რომ რამენაირი ვნება გაბატონდა მასზე, მაშინ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს, განსაკუთრებით, თუ ეს შინაური მტერია, რადგან თუ ამ ვნებას არ დავამარცხებთ, სხვების დამარცხება არაფერს გვარგებს, ხოლო თუ ამ ეგვიპტელს მოვწყლავთ, მაშინ სიმდაბლის მაყვლოვანში უფალს ვიხილავთ.
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე...
იხილეთ სრულად
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე. თუ ყოველივე ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეგან ხორცთა არს, ხოლო რომელმან ისიძვოს ხორცთა შინა თვისთა, სცოდავს (1 კორ.6.18), ეს უეჭველია. იმიტომ, რომ სიბილწის დინებით ჩვენი ხორცის თვით ბუნება შეიბილწება, სხვა ცოდვაში კი ...
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცურვას მხოლოდ ერთი ხელის მოსმით ლამობს. მარხვას სიმდაბლე შეუთავსეთ, რადგან პირველი მეორის გარეშე უსარგებლოა.
ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგ...
იხილეთ სრულად
ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგან გამოცდილი და ურყევია.
ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი.
link
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მ...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მტანჯველი კვლავ ღვთის გულმოწყალებას ჩაგვაგონებს, რომ ისევ დავეცეთ. უფალი როგორც უხრწნელი და უხორცო, ჩვენი სხეულის სიწმინდითა და უხორცობით ხარობს
ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკის მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკის მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მართალ და შეუწყალებელ მსაჯულად წარმოგვიდგენენ. პირველს ისინი ჩაგვაგონებენ, რათა ცოდვამ გაგვიტაცოს, მეორეს კი იმიტომ, რომ სასო წარვიკვეთოთ