წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
თუ კარგად დაუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეშმაკები ხშირად მწარედ დაგვცინიან, რადგან, როდესაც ნაყროვანებაში ვართ, გულს მოგვილბობენ, ხოლო მარხვისას გულს გაგვიქვავებენ, რათა ცრუ ცრემლებმა გვაცდუნოს და მივეცეთ შვებას - ყოველგვარი ვნების... იხილეთ სრულად
ვნახე ზოგიერთი მტირალი და ვნახე ისინიც, ვინც უცრემლობას სტიროდა. ამ უკანასკნელთ, თუმც ცრემლი აქვთ, მაგრამ ჰგონიათ, რომ არა აქვთ და ამ ურწმუნოებით ამპარტავნებისაგან არიან დაცულნი, მათზეა ნათქვამი: უფალმან განაბრძვის ბრმანი (ფს.145,... იხილეთ სრულად
მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს
არის ისეთი ბერი, რომელმაც მთელი მონაზვნობა ისე ღვთისმოსაურად განვლო, რომ არც ერთი დღე საათი და წამი არ დაუკარგავს, მთელი დრო ღმერთს უძღვნა, რადგან ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ერთი და იგივე დღე ორჯერ არ გაუთენდებოდა
მეფესავით იჯექი შენს გულში - სულიერი სიმდაბლის ტახტზე და უბრძანებდე სიცილს - წარვედ და წარვიდის, გლოვას - მოვედ! და მოვიდის და ხორცს ამ მონას და მტანჯველს ჩვენსას - ქმენ ესე! და ქმნის. (მათ.8.9.)
დილეგში შეპყრობილთათვის არ არსებობს სიხარული, არც ჭეშმარიტი მონაზონთათვის შეიძლება იყოს ამ ქვეყნად დღესასწაული. ამიტომაა, რომ ტკბილ ცრემლს ღვრის წინასწარმეტყველი და გოდებით ამბობს: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი (ფს.141,8), რათა... იხილეთ სრულად
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ. ის ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლ... იხილეთ სრულად