წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ხშირად თვით ჩვენი საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და გარეგნული შესახედაობა გულს ლმობიერებით აღძრავს; ამაში უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს, ილიასა და იოანეს მაგალითი გვარწმუნებს. ისინი ხომ განმარტოვებულად ლოცულობდნენ. მაგრამ მე მინახავს... იხილეთ სრულად
შიშისაგან მოგვრილი ცრემლი თავისთავად ძრწოლასა და დაცვას შეიცავს. სიყვარულის ცრემლი კი ვიდრე ეს სიყვარული სრულიქმნებოდეს, შეიძლება, წაერთვას კიდეც კაცს. განა მხოლოდ ის დიდი და ღირსსახსოვარი ცეცხლი აღანთებს გულს?! ჭეშმარიტად საოცარი... იხილეთ სრულად
ცხოვრების განმავლობაში დიდი ღვაწლიც რომ აღვასრულოთ, თუ ამ დროს მტკივნეული გული არ გვექნება, ყოველგვარი ღვაწლი თვალთმაქცური და ამაო იქნება; რადგან მათ, რომელნიც, ასე ვთქვათ, განბანვის შემდეგ შეიბილწნენ, აუცილებელია და ჭეშმარიტად აუ... იხილეთ სრულად
გლოვა მონანული სულის მოუშორებელ ტკივილად იქცევა. ის ყოველდღიურად მწუხარებას მწუხარებაზე დაურთავს მშობიარე დედაკაცის მსგავსად.
მეოხება მწუხარებით დათრგუნული სულის განახლებაა, ის ტკივილის ცრემლებს სასწაულებრივად გარდაქმნის ნეტარ ტირილად. ამ ქვეყნიდან განსვლის მოხსენებით ცრემლი შიშს ბადებს. ხოლო როდესაც შიში უშიშობას (ე.ი. იმედს) შობს, მაშინ გამობრწყინდება ... იხილეთ სრულად
ნუგეში არის მოსვენება მტკივნეული სულისა, რომელიც ყრმის მსგავსად ტირის შინაგანად და ამასთან ერთად კიდეც იღიმება სიხარულით.
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე ... იხილეთ სრულად
მტირალი არ გალობს და არც ხარობს, რადგან ეს გლოვის ღვაწლს ავნებს. თუ ამ საშუალებით ცდილობ, რომ მოუხმო მას, ე.ი. ძალიან შორს ხარ ამ ღვაწლისაგან. რადგან გლოვა მხურვალე სულის ფესვებგადგმული ჩვეულებაა.