
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიწმინდე
ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდასხმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავიდან აღმდგარია. თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საქღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით. ვინც ამ მოწინააღმდეგესთან ხორციელ ბრძოლებს წარმართავს და ოფლს ღვრის, ის იმ კაცს მიემსგავსება, ვინც მტერი სუსტი თოკებით შეკრა, ვინც მარხვითა და მღვიძარებით ებრძვის მას, ის კი მტერს რკინის სალტეებით ბოჭავს.ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახიერებს, რადგან ვნებებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი. ვიღაც ამ მტანჯველს ღვაწლით შებორკავს, ვიღაც - სიმდაბლით, ვიღაც - საღმრთო ნიჯით და გამოცხადებით. პირველი ცისკრის ვარსკვლავის მსგავსია, მეორე - სავსე მთვარის, ხოლო მესამე - ბრწყინვალე მზისა. მაგრამ სამივე ზეცის მოქალაქეა და როგორც პირველად ცისკარი გამოჩნდება, შემდეგ მოეფინება ნათელი და ბოლოს მზეც გამობრწყინდება, სწორედ ამ სახით უნდა წარმოვიდგინოთ ზემოთქმული.