წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
შეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. “მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი ან უგუნურებაა, ანდა უზრუნველობა”.
წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.
სიწმინდე დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა... იხილეთ სრულად
სიწმიდე უსხეულო ბინების გათავისებაა.
სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა.
სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.
თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.
სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება.
სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია.
სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია. სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება. სინანული სი... იხილეთ სრულად
მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნ... იხილეთ სრულად