წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რაიმე.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონ... იხილეთ სრულად
ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.
ქრისტიანი ქრისტეს მსგავსია იმდენად, რამდენადაც კაცობრივი ბუნებისთვის შესაძლებელია, რადგან მას საქმით, სიტყვით და გონებით სწორად და წმინდად სწამს წმიდა სამება.
ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან, თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს. მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენე... იხილეთ სრულად
ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წვალებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.
ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელს, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.