წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
99. რაჟამს უპატივო იქმნე, გიხაროდენ; რამეთუ უკუეთუ უსამართლოდ იგინე, დიდ არს სასყიდელი შენი; ხოლო უკუეთუ სამართლად, აღსუბუქნე სადმე საგუემელისაგან, უკუეთუ ოდენ განჰბრძნდე
98. რომელთათვის-იგი ღმრთისაგან განისწავლებოდი, ნუ სდრტვინავ. რამეთუ ვითარცა მამაი გსწავლის, და ვითარცა ქველისმოქმედი ღირს მადლობისა არს
97. ყოვლისა ხრწნილებისაგან განეშორე და საიდუმლოისა სერისაგან ყოველსა დღესა მოიღებდ; რამეთუ ესრეთ ხორც ქრისტესსა იქმნებიან ჩუენნი ესე
96. უდებებით მცხორებელსა ნუ მიიყვანებ თანამზრახველად; რამეთუ ბოროტთა ზედა მოხარული, კეთილთა სძულობსცა და ზრახებად არა თავს-იდებს
95. გნებავს თუ ტაძარ ღმრთისა ყოფაი, მსხუერპლად შეყუარებულად სამარადისოი ლოცვაი მოართუ მას
94. ნურარას ჰგონებ უდიდებულეს სიბრძნისმოყუარებისა; რამეთუ არს იგი დედა შჯულისა, და თანა-მოსაყდრე ღმრთისა მეუფებისაი
93. სიწმიდით შეიყუარე ღმერთი; რამეთუ წმიდაი არს, და ყოველთა ზედაისა მისსა ყოველივე მეორედად შეგერაცხენ
92. უკუეთუ ბოროტითა რაითმე ჩუეულებითა შეპყრობილ ხარ, მცირედ-მცირედ მოიკუეთე იგი, და თვინიერ მრავლისა შრომისა აღმოჰფხურა ეკალი სულისაი
91. მოსწრაფებითა მრავლითა მიაქციე თუალი შენი საწუთოისა ამისგან; რამეთუ კუამლი ბოროტი შემამრღუეველი არს სულისაი აღმოვალს მიერ