წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
109. ნუ უგულებელს-ჰყოფ ცხორებასა შენსა, ნუცარას იქმ უკრძალველად გარეგან შჯულისა, რაითა არა მიემთხვიო უსჯულოთავე წარსაწყმედელსა
108. რაჟამს ეკლესიას იყო, ნუ განსცხრები, რამეთუ წინაშე მეფისა მდგომნი არცა იცინიან, არცა განსცხრებიან
107. ნუ ჰკდემ კაცსა, და ბიწი არა გაქუნდეს ყოველსა შინა ცხორებასა შენსა
106. გიყუარდინ სიმდაბლე, დაღათუ დიდ იყო, რაითა აჰმაღლდე დღესა მას სასჯელისასა
105. ევლტოდე ამპარტავანებასა, ჰოი კაცო, დაღათუ მდიდარ იყო, ნუსადა წინაგანმწყობად შენდა გაქუნდეს ღმერთი
104. გნებავს თუ ყოვლისავე ცოდვისა ზეშთა ყოფაი, ნუ ისმენ საქმეთა უცხოისათა; რამეთუ მრავალ არიან შენ შორის მათგანნი, რომელთა სხუათა თანა ყოფად ეჭუ
103. უკუეთუ გინებს, რაითა სახლისა შენისაგან იოტო ყოველი საგუემელი, ნუ ძვირსა უზრახავ შენ თანამეტომესა კაცსა; რამეთუ რომელი ამას ჰყოფდეს, სამართლად განაძვინებს მას
102. გნებავს თუ, რაითა სატანჯველისა სატკივარობასა განერე, ნუოდეს ვის აგინებ; რამეთუ ამით განრისხნების ღმერთი
101. მარადის ისწრაფე წარმართებად კეთილთა შინა; რამეთუ რომელი მცირედსა მცირედსა ზედა დაჰრთვიდეს, მცირედსა შინა დიდსა სიმდიდრესა შეიკრებს მრავალთა მიერ საძიებელსა
100. აჩრდილსა, და ურემსა, და კუამლსა მიამსგავსენ შემაწუხებელნიცა და მახარებელნი ამის სოფლისანი; რამეთუ ვითარცა აჩრდილნი არა დაადგრებიან, და ვითარცა კუამლი ივლტიან, და ვითარცა ურემი იქცევიან