წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
89. პირველ ჭირისაცა იღუწიდ მოგებად მოთმინებისა, რაითა ჰპოო იგი ჭირთა შინა ყოვლადსაჭურველად მომზადებულად
88. ნუ იქმნები სულმოკლე აღსრულებისათვის მცნებათაისა; რამეთუ ესევითართა მათ ურგები შრომაი შრომასა ზედა დაერთვის
87. ესრეთ ჰრბიოდე, რაითა ეწიო, ესე იგი არს დაუცხრომელად. რამეთუ ჯერ-არს სათნოებასა შინა სრბაი, ვიდრე განსლვადმდე ამის საწუთოისა სტადიონით
86. მარადის კეთილთა საქმეთა შინა მოსწრაფე იყავ, ნუსადა კერძო სრულად დამტევებელი მათი წარხვიდე
85. განცხადებულისა ცხორებისა თანა დაფარულთაცა სათნოებათა მიერ განშუენდი; რამეთუ სული არცა სათნოებისაი, არცა სიბოროტისაი დაიმალვის
84. რაჟამს წმიდათა ეზრახებოდი, იკითხვედ მათგან სულისათვის, ხოლო რაჟამს არა ესევითართა ჰზრახვიდე, თვით შენ იტყოდე სულისათა
83. უკუეთუ ასწავებ მცოდველსა, შეზავენ თანალმობითა სიტყუანი შენნი, და ესრეთ ყური მისი მოლბების, ხოლო გული განათლდების
82. სიბოროტე მაშინ მოიძულო, რაჟამს გულად-იღო, რამეთუ აღლესულ მახვილ ბოროტისა არს იგი ჩუენ ზედა
81. სათნოებათა დიდებასა წმიდათაგან იჭვირობდი; რამეთუ უკუდავად დაადგრებიან მათნი დიდებანი შემდგომად სიკუდილისაცა