წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
70. დედად ბოროტთა უდებებაი ჰგონე; რამეთუ კეთილნი რომელნი გაქუნდენ, მიგპარავს, და რომელნი არა გაქუნდენ, არა გიტევებს მოგებად
68. ნურარაი გგონიეს სწორყოფად პატივსა სათნოებისასა; რამეთუ მოხედვაი არს ღმრთისაი, ვინაიცა მსგავსადვე მისსა უქცეველ არს
67. დაითმენდ ჭირთა, რამეთუ მათ შორის სათნოებანი, ვითარცა ეკალთა შორის ვარდნი აღმოეცენებიან და აღიზარდებიან
66. რაჟამს სიმდიდრესა ანუ დიდებასა, ანუ საწუთოისა ძლიერებასა ქებულად ჰხედვიდე, მოიგონებდ მათ შორისსა განხრწნადობასა და განერე სამჭედურსა მათსა
65. რომელთათვის-იგი გუესამართლოებოდინ, მოთმინებისა მიმართ მიივლტოდე მათთვის; და მეუსამართლოეთად მიიქცეს სავნებელი იგი მეუსამართლოებისაი
64. იგინი რაი, განიცდიდ, ნუ სადა გექმნას რაიმე ღირს გინებისაი, ხოლო თუ არა გექმნას, კუამლად მლტოლვარედ ჰგონე გინებაი იგი
63. საერისკაცონი ზრახვანი ღმრთისაგან განაშორებენ გულისსიტყუასა. ვინაი ნუცა შენ ზრახავ მათ თანა, და მზრახველთაცა მათთაგან მისდერკ
62. ესრეთ დაიცევ ტაძარი შენი, ვითარცა დამბადებელისა და განშჯად მისსა მგულებელისაი, და ხატად თვისსა წმიდად მომღონებელისა შენისაი