ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილ...
იხილეთ სრულად
ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება. მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი - სამაგიეროს გადა...
link
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება.
მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი; უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნება, ურისხველი - ...
იხილეთ სრულად
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება.
მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი; უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნება, ურისხველი - რომ ვერ შეძლო შურისძიება, თავმდაბალი - რომ მოკლებულია პატივს კაცთაგან, უანგარო - რომ წარუმატებლობა განიცადა. მათ სრულიად ჩააქრეს საკუთარ თავში ყველა ასეთი წადილი, ამიტომაც არ განიცდიან მწუხარებას; რადგან, ვინც ვნებებს არ ემორჩ...
link
ნუ იტყვი: „მტერს საზღაურს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული.
არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს.
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახუ...
იხილეთ სრულად
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახურებისადმი. ყოველივე ამას და მსგავს საქმეებს ნამდვილად ძალუძს შენი სულისაგან დამღუპველი დემონის განდევნა, რომელიც კადნიერდება უკეთური აზრები ჩაგაგონოს შენი ნების საწინააღმდეგოდ, ღმრთის, მისი ქმნილების, წმიდა და პატიოსანი ...
link
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს.
ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.
ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და...
იხილეთ სრულად
ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ, სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე“ (ფსალმ. 76, 4) – ამბობს დავით მეფსალმუნე. ამიტომაც, თუკი უფლის ხსენება სიხარულს აღმოაცენებს ჩვენს სულებში, ნუ დავიზარებთ ვისარგებლოთ ღმერთის ხსენებით
link
ვაი, ანგარებისმოყვარეს! სიმდიდრე მისგან გარბის, მას კი ელის ცეცხლი
მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის