განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ. მაშ ასე, მოთმინება იქონიე, რათა ყოველდღიურად შეიძინო ჯილდო, განსვენება და სიხარული ცათა სასუფეველში. რადგან ახლოვდება სიკვ...
იხილეთ სრულად
განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ.მაშ ასე, მოთმინება იქონიე, რათა ყოველდღიურად შეიძინო ჯილდო, განსვენება და სიხარული ცათა სასუფეველში. რადგან ახლოვდება სიკვდილის ღამე, როცა ვერავინ ვეღარ შეძლებს კეთებას. ამიტომ იჩქარე, დრო ცოტაა
მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით შემკული ძლევამოსილი სიცოცხლის ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფა...
იხილეთ სრულად
მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით შემკული ძლევამოსილი სიცოცხლის ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფასია
ღვაწლისა და სისხლის დათხევის გარეშე ვნებათაგან განთავისუფლებას ნუ მოელი. დანაშაულის შემდეგ ჩვენი ნიადაგი ნარ-ეკალსა და ძეძვს აღმოაცენებს. ჩვენ განწმენდა გვემცნო, ოღონდ ვნებები დიდი ტკივილით, სისხლმდინარე ხელებითა და მრავალი სულთქმ...
იხილეთ სრულად
ღვაწლისა და სისხლის დათხევის გარეშე ვნებათაგან განთავისუფლებას ნუ მოელი. დანაშაულის შემდეგ ჩვენი ნიადაგი ნარ-ეკალსა და ძეძვს აღმოაცენებს. ჩვენ განწმენდა გვემცნო, ოღონდ ვნებები დიდი ტკივილით, სისხლმდინარე ხელებითა და მრავალი სულთქმით აღმოიფხვრება. ამრიგად, იტირე, ცრემლთა მდინარეები დაღვარე და დალბება შენი გულის ნიადაგი. და როცა მიწა მორწყული გექნება, ეკლებს იოლად აღმოფხვრი
... გამხნევდი, ჩემო შვილო, და აღდექი დაცემული. აღემართე. განურისხდი მაცთურს, იცოდე, რომ იგია მთელი ამ უკეთურების სულისჩამდგმელი. მაგრამ შენ ნება არ მისცე. ებრძოლე
ეშმაკს, როგორც დახელოვნებულ ბოროტმოქმედს, ბერისა და ძმების სიძულვილი მოაქვს, რათა სიყვარულის კავშირი დაარღვიოს. მას ზიზღი მოაქვს ყველა მართალთან, რათა მათ ლოცვა შეაწყვეტინოს. რადგან მრავალთა ლოცვა მას კრავს და ძალას აცლის. ამ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს, როგორც დახელოვნებულ ბოროტმოქმედს, ბერისა და ძმების სიძულვილი მოაქვს, რათა სიყვარულის კავშირი დაარღვიოს. მას ზიზღი მოაქვს ყველა მართალთან, რათა მათ ლოცვა შეაწყვეტინოს. რადგან მრავალთა ლოცვა მას კრავს და ძალას აცლის.ამიტომ ის ეძებს რაიმე ხერხს ან საბაბს, რომ განამხოლოოს ისინი, ვინც მის გულისსიტყვებს უჯერებს და მამათა კრებულიდან გამოყოს. და ამის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე, როგორც თავის ხელქვეითებზე.აქედან შეიტყვე, რომ ეს ყველაფერი მაცთურის ხ...
როგორ შეიტყობ ბუნების უძლურებას, თუკი ყვავები არ გამოგაღვიძებენ? თუკი ტკბილი იესო არ შეამცირებს თავის მადლს, როგორ დაეუფლები ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას? ახლა სწავლობ შენ ამ ხელოვნებას. ახლა გაქვს ჯილდო...
იხილეთ სრულად
როგორ შეიტყობ ბუნების უძლურებას, თუკი ყვავები არ გამოგაღვიძებენ? თუკი ტკბილი იესო არ შეამცირებს თავის მადლს, როგორ დაეუფლები ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას?ახლა სწავლობ შენ ამ ხელოვნებას. ახლა გაქვს ჯილდო. ახლა ავლენ, რომ ქრისტე გიყვარს, და არა მაშინ, როცა მადლი გაქვს.რა მოწყალებას გამოიჩენ, როცა მადლი გაქვს? მაშინ იგი თავადვე ღაღადებს თავის თავზე: "აბბა მამაო!" მადლი უხმობს მადლის მომცემელს. "ვინ განმაშორებს შენს სიყვარულს, ი...
როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება, და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ისე, რაც ბუნებ...
იხილეთ სრულად
როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება, და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ისე, რაც ბუნებითაა, არც პატივს იმსახურებს და არც უპატიობას.ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმი...
როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვ...
იხილეთ სრულად
როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ
ცნობილია, რომ როცა ერთი ვნებიანი მეორე ვნებიანის განსწავლას იწყებს, მადლი მაშინვე შორდება პირველს და თვითონაც იმავე ცოდვაში ვარდება. რადგან "ქმედებამდე" მას ეს პრივილეგია არა აქვს მინიჭებული
ძალით ძლიერი, ვიდრე არ გამოსახავს კაცს, ისე განაგებს, რომ იგი ამაღლდეს და ჭვრეტდეს, ეშვებოდეს და იბრძოდეს. და ერთსაც და მეორესაც ისე ეკიდებოდეს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს, რომ ეს ჩვეულებრივი ცვლილებები მისთვის საგრძნობი არ იყოს. "ე...
იხილეთ სრულად
ძალით ძლიერი, ვიდრე არ გამოსახავს კაცს, ისე განაგებს, რომ იგი ამაღლდეს და ჭვრეტდეს, ეშვებოდეს და იბრძოდეს. და ერთსაც და მეორესაც ისე ეკიდებოდეს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს, რომ ეს ჩვეულებრივი ცვლილებები მისთვის საგრძნობი არ იყოს. "ერთიცა და მეორეც ჩემი გულისთვისაა", - გეუბნება იგი.მაშ არ გინდა ტანჯვა? ზეაღსვლასაც ნუ ისურვებ. თუკი ვინმეს ჭირთათმენა არ სურს, ნურც მადლს ითხოვს