წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ ქრისტეს მიერ ვართ გამოსყიდულნი, მაგრამ ოქროს ვემსახურებით; ვქადაგებთ ერთის მეუფებას, მეორეს კი ვემორჩილებით.
შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ქონებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.
სახარებისეული სიგლახაკე მდგომარეობს არა სიმდიდრის ჩამორთმევაში, არამედ მისადმი სიყვარულის არარსებობაში. შეიძლება გლახაკი იყო და ყველაზე აუცილებელი გაკლდეს, მაგრამ, ამასთან, სიმდიდრისადმი ძლიერი წყურვილითა და მისწრაფებით და, პირ... იხილეთ სრულად
საზიანოა არა მხოლოდ ზრუნვა სიმდიდრის მოპოვებისათვის, არამედ ზედმეტი ყურადღებაც კი ყველაზე აუცილებელი საგნებისადმი.
მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისაგან ვეძიებთ სიმდიდრეს.