განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო... იხილეთ სრულად
როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის, მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არ... იხილეთ სრულად
წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს ... იხილეთ სრულად
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზ... იხილეთ სრულად
პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდ... იხილეთ სრულად
დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი. ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს, ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეულ... იხილეთ სრულად
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს