მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისთვის.
აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გ... იხილეთ სრულად
"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი (ეფეს. 4, 26), ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ.
სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს!
იმისათვის, რათა მრისხანებაზე სიყვარულმა გაიმარჯვოს, მრისხანების ჟამს მოყვასისათვის ილოცე; გულის სიღრმიდან ამოთქვი: "უფალო! შეუნდე ცოდვა მას, ვინც მაწყენინა, ჩემსავით ისიც ადამიანია". დამერწმუნე, ლოცვა შენს სულს სიმშვიდეს მიანიჭებს... იხილეთ სრულად